საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საინფორმაციო შეხვედრა თემაზე - „სამეწარმეო განათლება უმაღლესი განათლების სფეროში“

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სოციალური ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით, 2023 წლის 3 ნოემბერს, 16:00 საათზე, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისათვის, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა თემაზე - „სამეწარმეო განათლება უმაღლესი განათლების სფეროში“. აღნიშნულ საკითხზე ვენის უნივერსიტეტის პროფესორი, იოჰანეს ლინდნერი გააკეთებს პრეზენტაციას და გაიმართება დისკუსია. შეხვედრას მოდერაციას გაუწევს პროფესორი ანი ქიტიაშვილი.

 

შეხვედრაზე განსახილველი თემებია:

 

  • რატომ არის მნიშვნელოვანი სამეწარმეო განათლება (კომპეტენციები და აზროვნება) უმალესი განათლების სფეროში;
  • როგორ შეიძლება განხორციელდეს სამეწარმეო სწავლება უმაღლესი განათლების სფეროში და ფაკულტეტზე;
  • მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტთან.
თარიღი: 02/11/2023